ვანელების ბლოგი
მოგესალმებით, ვანელების ბლოგმა დაიწყო ახალი ეტაპი თავის არსებობაში, ჩვენ მოგაწვდით ვებ გვერდის მეშვეობით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ვანის ცხოვრების შესახებ, მოგვამართეთ ნებისმიერ საკითხზე რაც გაწუხებთ და რაც ეხება ვანს,ჩვენ ერთად ვქმნით ვანელების ბლოგს!

ვანში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა

„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ – ვანში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა.
ვანის მუნიციპალიტეტში, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „სისხლის ბანკში“ შექმნილი სისხლისა და მისი კომპონენტების დეფიციტის შევსების მიზნით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს სხავადასხვა სამსახურების თანამშრომლები, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის წევრები და ადგილობრივები შეუერთდნენ.
აქცია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება, „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკმა“ განახორციელა.

წყარო: ვანის მუნიციპალიტეტის მერია

Share

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *