ვანელების ბლოგი
მოგესალმებით, ვანელების ბლოგმა დაიწყო ახალი ეტაპი თავის არსებობაში, ჩვენ მოგაწვდით ვებ გვერდის მეშვეობით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ვანის ცხოვრების შესახებ, მოგვამართეთ ნებისმიერ საკითხზე რაც გაწუხებთ და რაც ეხება ვანს,ჩვენ ერთად ვქმნით ვანელების ბლოგს!

ვანში აგრარული ბაზარი შემოწმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დღეს ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ტყიბულში იმყოფებოდნენ.

სახელმწიფო რწმუნებულმა და მინისტრის მოადგილემ ბაღდათის აგრარულ ბაზარში, რომელმაც დღეს მუშაობა განაახლა, პირადად დაათვალიერეს არის თუ არა დაცული საკოორდინაციო საბჭოს რეკომდენაციები სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებით.

სოლომონ პავლიაშვილმა და ზვიად შალამბერიძემ ასევე ვანის აგრარული ბაზარი შეამოწმეს, რომელიც წინა კვირას გაიხსნა.

ზვიად შალამბერიძის განცხადებით, აგრარული ბაზრები უკვე თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს და მიმდინარეობს მონიტორინგი, რამდენად არის დაცული წესები და რეკომენდაციები.

“აგრარული ბაზარი თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გავხსენით უკვე, დღეს გაიხსნა ბაღდათში, ხვალიდან გაიხსნება ტყიბულშიც და ჩვენ მაქსიმალურად გავაკოტროლებთ, რომ ყველა მათგანმა მაქსიმალურად დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

Share

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *