ვანელების ბლოგი
მოგესალმებით, ვანელების ბლოგმა დაიწყო ახალი ეტაპი თავის არსებობაში, ჩვენ მოგაწვდით ვებ გვერდის მეშვეობით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ვანის ცხოვრების შესახებ, მოგვამართეთ ნებისმიერ საკითხზე რაც გაწუხებთ და რაც ეხება ვანს,ჩვენ ერთად ვქმნით ვანელების ბლოგს!

ვანში სასწრაფოს ახალი შენობა გაიხსნა


დღეიდან ვანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ადმინისტრაციული შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაათვალიერა.

„საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

ამ დრომდე, ვანის სასწრაფო სამედიცინო დახმარება ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა. იმერეთის რეგიონში, 10 მაისს ასევე გაიხსნა წყალტუბოსა და თერჯოლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობები.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

ვანის სასწრაფო დახმარების პროექტი რეგიონალური განვითარების სამინისტროს ფონდიდან 130000 ლარით დაფინანსდა“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

Share

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *