ვანელების ბლოგი
მოგესალმებით, ვანელების ბლოგმა დაიწყო ახალი ეტაპი თავის არსებობაში, ჩვენ მოგაწვდით ვებ გვერდის მეშვეობით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ვანის ცხოვრების შესახებ, მოგვამართეთ ნებისმიერ საკითხზე რაც გაწუხებთ და რაც ეხება ვანს,ჩვენ ერთად ვქმნით ვანელების ბლოგს!

21 მაისს Fuckup Nights Tbilisi ჩატარდება

21 მაისს, 20:00 საათზე, Fuckup Nights Tbilisi ახალი კონცეფციით, ახალი დიზაინით და საინტერესო სიახლეებით ბრუნდება – პირველად, 4 მოწვეული სპიკერის გარდა, იქნება ღია მიკროფონი, ანუ ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, გახდეს მომხსენებელი. ღონისძიება, კარანტინის ფარგლებში, „ონლაინ“ რეჟიმში ტარდება და შესაბამისად, სპიკერების მიერ გადმოცემული ისტორიებიც თემატური იქნება.

Fuckup Nights Tbilisi-ის სპიკერები არიან: 

დათო გორგილაძე – ჟურნალისტი, მწერალი და საქართველოს პირველი არხის  დილის გადაცემის წამყვანი.  მისი მოთხრობების კრებული „ღმერთი სამსახურშია“,  რომელიც 2018 წელს გამოიცა, გამომცემლობა „ინტელექტის“ ბესტსელერი გახდა და მიიღო პრემია „ლიტერა“, ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“.

ვასილ ჩუბინიძე – სტარტაპ „ჟუჟუნა ღვინოს“ და სტრატეგიული ბრენდინგ სააგენტო „მილენიალ ჰაბის“ თანადამფუძნებელი. სააგენტოში მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა და ბაზარზე „გაეშვა“ სხვადასხვა ინდუსტრიის ბრენდები. ასევე არის ბრენდინგისა და რეკლამის ლექტორი, არაერთი პროექტის ინიციატორი.

ირაკლიგაფრინდაშვილი – PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტი. 2012-2017 წლებში ხელმძღვანელობდა ენერგეტიკის სამინისტროს PR დეპარტამენტს. იყო საქართველოს სახალხო რადიო მაუწყებლობის ჯერ პროდიუსერი, შემდეგ კი წამყვანი. 2018 წლიდან ირაკლიმ დაიწყო ხეზე მუშაობა და ახლა დურგალია.

ვერაქობალია – ამჟამად არის ეკონომიკური საბჭოს წევრი ქალაქ ნიუ ვესტმისტერში. ასევე Sandstorm Gold-ის მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი (ოქროს მოპოვების კომპანია, ვანკუვერი, კანადა). ვერა ქობალია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა ლიდერთა ნომინანტია. 2019 წელს დაასახელეს  ქალაქ ვანკუვერის ჯილდოს მფლობელად – „40 წარმატებული ბიზნეს პერსონა 40 წლამდე“.  გარდა ამისა, არის ჰონგკონგის უნივერსიტეტის მკვლევარი (Asia Global Fellow) და „საზოგადოებრივი გავლენის ცენტრის (CPI)“ ხალხთა პანელის წევრი, ლონდონში.

„ღონისძიების მოდერატორია Forbes Goergia-ს აღმასრულებელი რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი. სპიკერების გარდა, გვექნება ღია მიკროფონიც. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ თქვენგანს შეუძლია „ხელი აიწიოს“ და გახდეს სპიკერი.

Fuckup Nights Tbilisi-ზე დასასწრებად, დეტალური ინფორმაცია იხილეთFacebook event-სა და Linkedin Event-ზე.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან Tbilisi Startup BureauImpact Hub Tbilisi. პროექტის მხარდამჭერები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South CaucasusSector 3ProdemosGrant Thornton GeorgiaKedari VenturesWolt, ლუდი ქარვა • KarvaForbes და BPN.

marketer.ge

Share

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *