ვანელების ბლოგი
მოგესალმებით, ვანელების ბლოგმა დაიწყო ახალი ეტაპი თავის არსებობაში, ჩვენ მოგაწვდით ვებ გვერდის მეშვეობით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ვანის ცხოვრების შესახებ, მოგვამართეთ ნებისმიერ საკითხზე რაც გაწუხებთ და რაც ეხება ვანს,ჩვენ ერთად ვქმნით ვანელების ბლოგს!

რატომ მჭირდება და როგორ მოვაწონო თავი სხვებს?

ადამიანებთან კავშირებსა და სოციალურ კონტაქტებს ჩვენს ცხოვრებაზე იმაზე დიდი გავლენა აქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

რა მოჰყვება იმას, თუ უფრო პროაქტიული გახდები სოციალური ცხოვრების მოწყობაში? – სხვებთან დიალოგი უფრო სასიამოვნო გახდება, უფრო საინტერესო ამბებს მოისმენ და ასევე, გასცემ და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, შენთვის შესაფერისი სოციალური წრის შექმნაში დაგეხმარება.

ჩვენი წარმატებული კარიერა დამოკიდებულია პერსონალური თუ პროფესიული ურთიერთობების სიმდიდრესა და სიღრმეზე. რაც უფრო შეგვიძლია, სხვების თვალში, სიმპათიის აღმძვრელები ვიყოთ, მით უფრო მრავალფეროვანი და ფართო ხდება ჩვენი კავშირების დიაპაზონიc.

სხვებს რომ მოვწონდეთ, ამაში დახელოვნება შესაძლებელია და აქვე გაგიზიარებთ რამდენიმე საკვანძო ფაქტორს, რომელიც დაგეხმარებათ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, უბრალოდ, იყოთ მოსაწონი.

იყავი შენ!
ბოლოს, როდის დაკარგე საკუთარი თავი სხვასთან დიალოგისას? „ნამდვილი შენ“ არის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც სხვებთან ურთიერთობებში დაგეხმარება.

არ არსებობს ადამიანებთან ურთიერთობის სწორი და არასწორი გზა. არსებობს ავთენტური – იყო ის, ვინც ხარ. რაც ნიშნავს, რომ კომუნიკაციის პროცესში მოიქცე ისე, როგორც შენთვისაა ორგანული.

ჩვენი ურთიერთობები უფრო მარტივად ვითარდება და უფრო ხანგრძლივი ხდება, როცა ამ ურთიერთობებში თავს კომფორტულად ვგრძობთ.  და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, ნებისმიერ შემთხვევაში, დავრჩეთ ის, ვინც ვართ.

მიშელ ტილის ლედერმანი, წიგნში: სოციალური მოწონების 11 კანონი: ურთიერთობების ქსელი. . .“ განმარტავს, რომ ადამიანები საქმიან ურთიერთობებს ისეთებთან იწყებენ, რომლებსაც მოსწონთ:

 სავაჭრო ურთიერთობებზე მეტად,  საქმიანი კავშირსაც კი, ვამყარებთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მოგვწონს და რომლებსაც მოვწონვართ.

ეცადე, იყო ის, ვინც ხარ. უბრალოდ, იყავი საკუთარი თავი. და ნუ იქნება შენი მიზანი, სხვებს მოსწონდე.

იყავი ცნობისმოყვარე
ცნობისმოყვარეობა დიალოგს ახანგრძლივებს და საუბრის უფრო საინტერესოდ განვითარების წინაპირობაც ხდება ხოლმე.

დეილ კარნეგი წიგნში „როგორ შევიძინოთ მეგობრები“ ამბობს, რომ ადამიანები, ზოგადად, საკუთარი თავით არიან დაინტერესებულები.  „ადამიანებს შენ არ აინტერესებ. მე არ ვაინტერესებ. მათ საკუთარი თავი აინტერესებთ: დილას, შუადღესა და სადილის შემდეგ“.

ადამიანებს უყვართ საუბარი და ისინი მოხარულები იქნებიან, თუ თქვენ მათ შესახებ რაიმე საინტერესოს ჰკითხავთ.

ნებისმიერ დიალოგში, ცნობისმოყვარეობა დაგეხმარება, რომ მეტი გაიგო პარტნიორზე დიალოგში – ეს გაზრდის, მისი მხრიდან, შენი მოწონების შესაძლებლობას.

გარდა ამისა, როცა ვინმე ამბავს გიყვება, ნუ შეაწყვეტინებ მას, პირადი გამოცდილების გაზიარების მოტივით.

ცნობისმოყვარეობა, თვალის კონტაქტი და სიმყუდროვე, ჟესტები, რომელიც თანამოსაუბრის არავერბალურ კომუნიკაციასთან თანხვედრაში იქნება… ეს ურთიერთობის კარგი დასაწყისია.

ასევე, ღიმილი – ენთუზიამსა და ენერგიას რომ აჩვენებს – უფრო ზუსტად კი, ქარიზმას რომ ვეძახით ხოლმე – ეს არა მხოლოდ იზიდავს ხალხს, ამასთანავე, გადამდებიცაა.

იყავი კარგი მსმენელი
აქტიური მოსმენა მოითხოვს, ფოკუსირდე იმაზე, რასაც სხვა ადამიანი გიყვება, მიიღო და რაც მთავარია, განსჯის გარეშე.

მოსმენით, სხვა ადამიანების ნდობას დაიმსახურებ, გაიგებ მათ ინტერესებს, ვნებებს და აღმოაჩენ საერთო მიზნებს, თუნდაც. მოსმენა დიალოგის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილია და აქვე, კვლავ, დეილ კარნეგის სიტყვებს მოვიშველიებთ:

„იყავი კარგი მსმენელი და წაახალისე სხვები საკუთარ თავზე სასაუბროდ“.  როდესაც ადამიანები შენთან საუბრისას თავს კარგად გრძნობენ, შენ მათში დადებით ემოციებს იწვევ. ეს არის, ფაქტობრივად, წარმატების ფორმულა იმისთვის, რომ ადამიანებზე პოზიტიური შთაბეჭდილება მოახდინო და გავლენაც გქონდეს.

დააფასე დუმილი. და ნუ შეგეშინდება სიჩუმის. პირიქით. აქტიური მსმენელის როლში ყოფნა, შესაძლოა, პირველ ეტაპზე ბუნებრივად არ მოგეჩვენოს, მაგრამ პრაქტიკა დაგარწმუნებს, რომ ეს არც ისე რთულია. და რაც მთავარია, საინტერესოსთან ერთად,  სასარგებლოცაა სოციალური წრის გაფართოების კუთხით.

რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სხვებს მოსწონხარ, თუ არა, ამის კონტროლი შეგიძლია. იყავი ბუნებრივი, ცნობიმოყვარე და აქტიური მსმენელი.

წყარო: medium

Share

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *