ვანელების ბლოგი
მოგესალმებით, ვანელების ბლოგმა დაიწყო ახალი ეტაპი თავის არსებობაში, ჩვენ მოგაწვდით ვებ გვერდის მეშვეობით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ვანის ცხოვრების შესახებ, მოგვამართეთ ნებისმიერ საკითხზე რაც გაწუხებთ და რაც ეხება ვანს,ჩვენ ერთად ვქმნით ვანელების ბლოგს!

‘ღვინის ორნახადი ‘ჭაჭას’ დეგუსტაცია-შესყიდვა და იმერული სამზარეულოს კულინარიული მასტერკლასები’-‘ზაალის მარანი’ ვანში

ვანის მუნიციპალიტეტში სოფელ შუაგორაში (ზეინდრის თემი მდებარეობს მდ. ფერეთას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 160 მეტრი, ვანიდან 16 კმ.) ტურისტებს ადგილობრი იმერული სამზარეულოს დაგემოვნების და ქვევრის ღვინის დაუვიწყარი ტური ელით.

“ზაალის მარანი,”- ასე ჰქვია ადგილს, რომელიც ვანის მუნიციპალიტეტში ტურისტებში პოპულარულ ადგილს წარმოადგენს.

“აქ დაგხვდებათ ულამაზესი და კომფორტული გარემო დასვენებისა და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, იქვე ჩამავალი კამკამა მდინარითა და აუზით, აქ ერთმანეთთან შერწყმულია კლასიკა და თანამედროვეობა. ფერმერი აწარმოებს სამი სახის ალკოჰოლურ სასმელს-თეთრი მშრალი ღვინოები ცოლიკოური, კრახუნა და სპირტიან სასმელს “ჭაჭა”-ს. მეწარმეს დაგეგმილი აქვს წელს დაიწყოს შავი ღვინის ჩამოსხმა, მასზე მოთხოვნა მზარდია. სურვილის შემთხვევაში ადგილზეა შესაძლებელი როგორც ღვინის ორნახადი „ჭაჭას“ დეგუსტაცია-შესყიდვა, ისე იმერული სამზარეულოს კულინარიული მასტერკლასების ჩატარება. აქვე ფუნქციონირებს საოჯახო ჰოსტელი 10 პერსონაზე, ადგილზე შესაძლებელია თევზაობაც,”-ამბობს ვანის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ლილუაშვილი.

topnews.com.ge

Share

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *