ვანელების ბლოგი
მოგესალმებით, ვანელების ბლოგმა დაიწყო ახალი ეტაპი თავის არსებობაში, ჩვენ მოგაწვდით ვებ გვერდის მეშვეობით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ვანის ცხოვრების შესახებ, მოგვამართეთ ნებისმიერ საკითხზე რაც გაწუხებთ და რაც ეხება ვანს,ჩვენ ერთად ვქმნით ვანელების ბლოგს!

მღვდელი კირილე ეგნატე ნამიჭეიშვილი სოფ. ტყელვანიდან (ბიოგრაფია)

მღვდელი კირილე ეგნატე ნამიჭეიშვილი. მღვდლის შვილი და მღვდლის შვილიშვილი. დაიბადა 1868 წლის 8 იანვარს ვანის რაიონ სოფელ ტყელვანში. 1893 წლის 23 მაისს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი.და გაამწესეს გადიდის წმინდა გიორგის ეკლესიაში მედავითნედ.1897 წელს დაიწყო ონჯოხეთში მუშაობა მასწავლებლად.1898 წელს ის გადავიდა სკოლის გამგედ და რჯულის პედაგოგად.1900 წლიდან მიდის კიევის სასულიერო აკადემიაში და მისი დამთავრების შემდეგ 1908 წელს ნოემბრის თვეში ეპისკოპოსმა გიორგიმ აკურთხა სოფ. ონჯოხეთის მთავარანგელოზის ეკლესიაში მღვდლად, სადაც მოღვაწეობდა 1929 წლამდე.1929 წლიდან სოფ. დვალიშვილების ეკლესიის მოძღვარი იყო 1942 წლამდე. 1943 წლიდან კირილე მღვდელი წირვა ლოცვას ატარებდა საკუთარ სახლში. სოფელ ტყელვანში.1948 წელს დაჯილდოვდა საეკლესიო ჯილდოთი. 1955 წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ხანგრძლივი და ერთგული სამსახურისთვის მღვდელი კირილე ნამიჭეიშვილი მელქისედეკ მე3 ემ დააჯილდოვა მკერდის ჯვრით. ის ითვლება მოწამე მღვდლად. რომელმაც გადაიტანა უამრავი დამცირება და არასოდეს უარი არ უთქვია თავის სამსახურზე ერისა და სარ წმუნოების წინაშე. აღესრულა1956 წელს. ყავდა მეუღლე პოლინე ტაბიძე და 6 შვილი. საპატრიარქოს არქივი.

Teo Shubitidze

Share

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *