ვანელების ბლოგი
მოგესალმებით, ვანელების ბლოგმა დაიწყო ახალი ეტაპი თავის არსებობაში, ჩვენ მოგაწვდით ვებ გვერდის მეშვეობით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ვანის ცხოვრების შესახებ, მოგვამართეთ ნებისმიერ საკითხზე რაც გაწუხებთ და რაც ეხება ვანს,ჩვენ ერთად ვქმნით ვანელების ბლოგს!

როგორ აისახება მომხმარებელთა საკრედიტო ისტორიებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობა

სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით 600 000 ადამიანზე მეტმა უკვე ისარგებლა. თუმცა, ბანკების ასოციაციის ინფორმაციით, ეს ციფრი გაცილებით დიდია და იმის გამო, რომ დადასტურების პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს, საბოლოო მაჩვენებელი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სესხის გადავადებით სარგებლობა როგორ აისახება მსესხებლის საკრედიტო ისტორიაზე.

როგორც ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, ეროვნული ბანკის მითითებით, კონკრეტულად ეს ფაქტი შეფასებულია როგორც რეფინანსირება, შესაბამისად, საკრედიტო ისტორიაზე ნეგატიურად არ აისახება

„3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობა საკრედიტო ისტორიაზე ცალსახად არ იმოქმედებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მხრიდანაც არის შესაბამისი მითითება. კერძოდ, კონკრეტულად ეს ფაქტი აღქმულია, როგორც რეფინანსირება და მსესხებლების საკრედიტო ისტორიაზე ნეგატიურად არ აისახება“,-ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

ცნობისთვის, Covid-19-თან დაკავშირებული კრიზისის გამო, ბანკებმა თავიანთ მსესხებლებს 3-თვიანი საშეღავთო პერიოდი ჯერ კიდევ მარტში შესთავაზეს. გადავადების პროცესში15-ივე კომერციული ბანკია ჩართული, თუმცა პროცესისადმი ყველა მათგანს ინდივიდუალური მიდგომა აქვს.

Share

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *