ვანელების ბლოგი
მოგესალმებით, ვანელების ბლოგმა დაიწყო ახალი ეტაპი თავის არსებობაში, ჩვენ მოგაწვდით ვებ გვერდის მეშვეობით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ვანის ცხოვრების შესახებ, მოგვამართეთ ნებისმიერ საკითხზე რაც გაწუხებთ და რაც ეხება ვანს,ჩვენ ერთად ვქმნით ვანელების ბლოგს!

ვანის მინიციპალიტეტში გრძელდება გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები

გზების რეაბილიტაცია ერთდროულად მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი შუამთის, ტობანიერის და ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.


შუამთა -ტობანიერის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე დასრულებულია გზის დაპროფილება, საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღორღით, ქვიშა-ხრეშის ბალიშის მოწყობა, ლითონის მილების მონტაჟი და ბეტონის სათავისების მოწყობა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი.
სამუშაოებს ტენდერში გამარჟვებული კომპანია შ.პ.ს „ნიუ პოვერი“ ახორციელებს. აღდგენითი სამუშაოებისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 860 000 ლარია გამოყოფილი.
ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყოფილი კომისარიატიდან კეჭინარას მიმართულებით, დასრულდა ბეტონის გზის მოწყობა არმატურის ბადით, მიმდინარეობს ბეტონის საფარზე ნაკერების გაკეთება და მისაყარი გვერდულების შევსება ქვიშა-ხრეშოვანი მასალით.


პროექტის საერთო ღირებულება 298 900 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შ.პ.ს „გი-ან 2011“ ახორციელებს.
ინფრასტრუქტურული პროექტები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დასრულდება.

წყარო:ვანის მიუნიციპალიტეტის გამგეობა

Share

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *