ვანელების ბლოგი
მოგესალმებით, ვანელების ბლოგმა დაიწყო ახალი ეტაპი თავის არსებობაში, ჩვენ მოგაწვდით ვებ გვერდის მეშვეობით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ვანის ცხოვრების შესახებ, მოგვამართეთ ნებისმიერ საკითხზე რაც გაწუხებთ და რაც ეხება ვანს,ჩვენ ერთად ვქმნით ვანელების ბლოგს!

ვანში, ტურისტულ ლოკაციებამდე მისასვლელ გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთში 5 პროექტი განხორციელდება.

2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში საქართველოს ოთხი რეგიონი, მათ შორის იმერეთი მონაწილეობს. მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი განაცხადებიდან სულ ხუთმა პროექტმა მოიპოვა შესაბამისი მხარდაჭერა და დაფინანსება.

საჩხერისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში, ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში, სკვერები მოეწყობა, ვანსა და ტყიბულში, ასევე ტურისტულ ლოკაციებში, გზის რეაბილიტაცია განხორციელდება, ხოლო ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბიზნეს შეხვედრების და ტურისტული ცენტრი გაკეთდება.

პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტი 5 მილიონ ლარს შეადგენს და აქედან იმერეთის რეგიონისთვის 2 188 000 ლარია გათვალისწინებული. კონკურსის ერთ-ერთი პრიორიტეტია „ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობა“.

გამარჯვებული პროექტების განხორციელების შემდეგ მოსალონდელი შედეგებია: ბიზნესისა და ვიზიტორებისთვის რეგიონის მიმზიდველობის გაზრდა, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.

პროგრამა ევროკავშირის თანამედროვე მიდგომების მიხედვით შემუშავებული ინტეგრირებული რეგიონული განვითარების პოლიტიკის დოკუმენტია.

topnews.com.ge

Share

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *