საინტერესო ამბები, სიახლეები

მეცნიერები ისეთ ახალ წამალს ცდიან, რომელსაც Covid-19-ის წინააღმდეგ მომენტალური ეფექტი გააჩნია

ბრიტანული ერთ-ერთი მედიის Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფრომაციის მიხედვით, მეცნიერები კორონავირუსის წინააღმდეგ კიდევ ერთ, ახალ წამალს ცდიან.

წყაროს მიხედვით, ამ დროისთვის ექსპერტები იმ ანტისხეულს აკვირდებიან, რომელსაც პოტენციურად ვირუსის გავრცელების პრევენციის უნარი გააჩნია. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ანტისხეული სახელად – AZD7442, კორონავირუსისგან 6-დან 12-თვემდე დაცვას უზრუნველყოფს.

UCLH-ის ვირუსოლოგი, ექიმი ქეთრინ ჰოულიჰანის თქმით, წამლის უპირატესობა იმაშია, რომ მისი ეფექტურობის დამტკიცების შემთხვევაში, მას მომენტალური შედეგი ექნება.

აღსანიშნავია, რომ AZD7442-ით ჯერ მხოლოდ ათი ადამიანია აცრილი. წამალზე კომპანია – AstraZeneca მუშაობს. ამ დროისთვის, მწარმოებლები მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს მიერ, ვაქცინის ვარგისიანობის შესახებდასტურს ელოდებიან.

წყარო: primetime.ge